09 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდები გრძელდება - სასულიერო პირები ლოცვას უწყვეტად აღავლენენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდები გრძელდება. სასულიერო პირები ლოცვას უწყვეტად აღავლენენ.

სრულიად საქართველოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეებიც. ტაძარში მიდიან როგორც თბილისში მცხოვრები, ისე სპეციალურად რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც. საფლავთან მიახლოება ამ ეტაპზე ისევ შეზღუდულია.

პატრიარქის თანამოსაყდრისა და მეუფე შიოს გადაწყვეტილებით, პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები