აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს, თუმცა ეს ჯერ არ გაუკეთებია.
"ეს ჯერ არ მომხდარა," - თქვა რუბიომ იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც მოსალოდნელი იყო იარაღის მიმართულების შეცვლა. "ჯერჯერობით არაფერი გადამისამართებულა, მაგრამ ეს შესაძლებელია".
"ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: თუ შეერთებულ შტატებს ექნება სამხედრო საჭიროება - იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რომელიმე მისიის შესრულება - ჩვენ ყოველთვის საკუთარ თავს დავაყენებთ წინ,“ - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა საფრანგეთში, "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დატოვებამდე.
სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო სანქცირებული რუსი კანონმდებლების ვიზიტს აშშ-ში და აღნიშნა, რომ ეს "წინასწარ იყო დაგეგმილი".
"რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთობა სამთავრობო დონეზე, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს დიპლომატიურ დონეზე," - განაცხადა რუბიომ - "არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე ფორმით დიდ დათმობას წარმოადგენდა".