აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანთან ომში თავისი მიზნების მიღწევა "სახმელეთო ჯარების გარეშე", მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რეგიონში დამატებით 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეა გაგზავნილი.
"ჩვენ გავანადგურებთ მათ საზღვაო ფლოტს, გავანადგურებთ მათ საჰაერო ძალებს და მნიშვნელოვნად გავანადგურებთ მათი რაკეტების გამშვებ სისტემებს, რათა მათ ვეღარასოდეს შეძლონ ამ საშუალებებზე დაყრდნობით ბირთვული იარაღის მიღება. ჩვენ ამ მიზნებს ვაღწევთ, უმეტესობაში გრაფიკზე წინაც კი ვართ და შეგვიძლია მათი შესრულება სახმელეთო ჯარების გარეშე,"- აღნიშნა რუბიომ.
კითხვაზე, რატომ იგზავნება ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედროები, მან თქვა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "მზად უნდა იყოს სხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას მოიცავს ეს სცენარები.
რუბიომ თქვა, რომ ომი დასრულდება კვირებში და არა თვეებში.
"როგორც ომის დეპარტამენტმა არაერთხელ აღნიშნა, ჩვენ ველოდებით, რომ დავასრულებთ ომს შესაბამის დროს, რამდენიმე კვირაში და არა თვეებში," - თქვა რუბიომ.