ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ამჟამად კვლავ კიევში იმყოფება და უკრაინისგან ნებართვას ელოდება, რათა "დრუჟბას“ ნავთობსადენის დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიეროს და მისი მდგომარეობა შეაფასოს.
ამის შესახებ უკრაინული მედიის კორესპონდენტს, ევროპელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით განუცხადა.
მედიის ცნობით, უკრაინას ევროპელი ექსპერტებისთვის "დრუჟბას“ დაზიანებულ ნავთობსადენზე წვდომის ნებართვა ჯერ კიდევ არ მიუცია.
წყარომ მედიას განუცხადა, რომ ევროპელი ექსპერტები კვლავ კიევში არიან და უკრაინის მთავრობისგან ელიან ნებართვას, რათა განახორციელონ გაცნობითი ვიზიტი დაზიანებული "დრუჟბას“ ნავთობსადენის ადგილზე, რათა შეაფასონ რემონტის მასშტაბები და ღირებულება.