ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს FBI-ის დირექტორის, ქეშპატელის პირად ელექტრონულ ფოსტაზე და მისი ანგარიშიდან მოპარული მასალები - მათ შორის ფოტოები და დოკუმენტები გამოაქვეყნეს - ინფორმაცია ამის შესახებ CNN-ს წყარომ დაუდასტურა.
მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა გამოაქვეყნეს პატელის ფოტოების სერია იმ პერიოდიდან, სანამ ის FBI-ის დირექტორი გახდებოდა და ამტკიცებენ, რომ ფოტოები სწორედ მისი პირადი ელექტრონული ფოსტიდანაა მოპარული. ინციდენტთან დაკავშირებულმა პირმა გამოსახულებების ავთენტურობა დაადასტურა. მოპარული წერილები, სავარაუდოდ, 2011-დან 2022 წლამდე პერიოდით თარიღდება.
CNN-ის მიერ კიბერუსაფრთხოების დამოუკიდებელი მკვლევრის დახმარებით ჩატარებული წინასწარი მიმოხილვით ირკვევა, რომ ფაილები მოიცავს პატელის პირად, საქმიან და სამოგზაურო მიმოწერას სხვადასხვა კონტაქტთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერული ჯგუფი მომხდარს FBI-ის "შეუვალი" სისტემების გატეხვას უწოდებს, მკვლევარ რონფაბელას განცხადებით, რეალობა ბევრად უფრო ბანალურია - საქმე გვაქვს ისეთ მასალებთან, როგორიცაა ოჯახური ფოტოები და დეტალები პატელის მიერ წარსულში ბინის ძებნის შესახებ.