შტატების პოლიციამ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრიდან ფედერალურ სასამართლოში მიიყვანა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო, ტრადიციულად, მისი დასრულების შემდეგ, მსოფლიო პროცესის დეტალებს, კარიკატურების საშუალებით გაეცნო.
ამერიკული მართლმსაჯულება, ვენესუელის 65-ე პრეზიდენტს არაერთ მძიმე ბრალდებას უყენებს. ნარკოტერორიზმი, კორუფცია დანაშაული კაცობრიობის წინაშე და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება. განსასჯელის სკამზე, პოლიტიკოსი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 2026 წლის 3 იანვარს შტატების სამხედრო ძალებმა კარაკასში სპეცოპერაცია "აბსოლუტური გადაწყვეტილება" განახორციელეს. მადურო და მისი ცოლი, დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს.
ამ კადრებს საზოგადოების ნაწილი სამართლიანობის აღდგენის დოკუმენტად მიიჩნევს, ნაწილი კი პირიქით, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად. აზრი, რომ ნიკოლას მადუროსა და სილია ფლორესის მსგავსი ფორმით აყვანაზე ორად იყოფა - ამას ფედერალური სასამართლოს გარეთ მიმდინარე პროცესებიც ადასტურებს. აქცია და კონტრაქცია - ერთ მხარეს ხალხი ვენესუელის ექსპრეზიდენტის უმკაცრესად დასჯას, მეორე მხარეს კი პირიქით, მის გათავისუფლებას ითხოვს.
ხალხის ხმაურის ფონზე, შესამჩნევი იყო მადუროს უფლებადამცველების დუმილი. ადვოკატებს კომენტარი მედიასთან კვლავ არ გაუკეთებიათ. თუმცა, მოვისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება. დონალდ ტრამპი მიმდინარე პროცესის ფონზე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ნიკოლას მადუროს ახალი ბრალდებებიც წაუყენონ. მაგალითად, ამერიკაში ვენესუელელების იძულებით გაძევების ნაწილში. თეთრ სახლში, 47-ე პრეზიდენტმა - შტატების მიერ ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციაც გაიხსენა და პენტაგონის სიძლიერეს გაუსვა ხაზი.
ნიკოლას მადურო ვენესუელის 65-ე პრეზიდენტის პოსტზე 2013 წელს, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. ის ხელისუფლებას 13 წლის განმავლობაში მეთაურობდა. დღეს, როცა ნიკოლას მადურო ამერიკული მართლმსაჯულების ვერდიქტის მოლოდინშია, ქვეყანას დროებით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ხელმძღვანელობს.