18 ივნისი 2026,   21:07
ვრცლად
Visa-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს

საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa-მ რუსეთში ოთხი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განაცხადი "როსპატენტში" მარტში შევიდა. განმცხადებელია კომპანია Visa International Service Association.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანია შეძლებს საკომუნიკაციო და სატრანსპორტო მომსახურებების გაწევას.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტის დასაწყისში, უკრაინაში ომის დაწყების  შემდეგ, საერთაშორისო გადახდის სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში ყველა ოპერაცია შეაჩერეს.

დღის ამბები