08 აგვისტო 2026,   16:55
ვრცლად
ფუჭი აღმოჩნდა ყველა მცდელობა ძირი გამოეთხარათ ქართული ეკლესიისთვის, დავინახეთ სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატები ცდილობენ ევროკავშირი ფსევდო რელიგიურად აქციონ. 

"ჩვენ რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიამ და ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა სცადეს და ცდილობენ ევროკავშირი რაღაც ფსევდო რელიგიურად აქციონ. ბევრ ნიშან-თვისებას ვხედავთ ჩვენ მათში ფსევდო რელიგიურს, როდესაც საუბრობენ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, ოღონდ როგორ წესი, შინაარსს არ აკონკრეტებენ ხოლმე, როდესაც ვხედავთ მათი ადგილობრივი ადეპტები, რომლებიც საქართველოში არიან და  აქვთ თავისი რიტუალი, თავისი ქცევის წესები და მათი ფსიქოლოგიური განწყობა თემის მიმართ, ყველაფერი ამაზე მიუთითებს. ისინი ფუნდამენტალისტებივით იქცევიან, კრიტიკის დაშვებაც კი არ უდნათ, არიან ჩვეულებრივი ფუნდამეტალისტი ადამიანები.

ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ამას, ამაზე საუბრობდა პატრიარქი 2004 წელს. ის საუბრობდა, რომ იყო კლიშეების მიწებების მცდელობა.

ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ ფინანსდებოდა საზღვარგარეთიდან ის ხალხი, ვინც ახდენდა ეკლესიის დისკრედიტაციას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დაფინანსება მიიღო ყველაზე ბოლოს "სოვლაბმა", იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული, გიორგი კანდელაკის საკითხი გახსოვთ, სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთიდან მიიღეს დაფინანსება. ევროკავშირის დაფინანსება ჰქონდა ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს, რომელსაც თან უწოდებენ სახალხო დამცველთან არსებულს, რაც არის ჩვეულებრივი აფერისტობა, არანაირი კავშირი სახალხო დამცველთან მათ არ აქვთ. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებულები იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქის, კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციით.

ეს ყველაფერი წლებია გარე დაფინანსებით მიმდინარეობს, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ მიუხედავად იმ მილიონებისა, რომელიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მისი სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაეყარათ. ერთ დღეში ნახეს მათ, რომ ქართველმა ხალხმა თავისი პოზიცია ყველაფერთან დაკავშირებით  დაანახა, დარწმუნებული ვარ რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ფუჭი აღმოჩნდა ყველა მცდელობა ძირი გამოეთხარათ ქართული ეკლესიისთვის. მილიონ ნახევარზე მეტი ქართველი იდგა ერთად, დავინახეთ ჩვენ სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

 

 

დღის ამბები