06 აგვისტო 2026,   13:40
ვრცლად
ეს ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოს ფუნქციას, როგორც მზარდი როლის მქონე მნიშვნელოვან ქვეყანას ფინანსურ სექტორში - "ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორი საერთაშორისო კონფერენციაზე

"ბანკი ქართუ" 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ცენტრალური ევროპის ფარგლებს მიღმა პირველად ტარდება.

ღონისძიების გახსნისას სიტყვით ისარგებლა "ბანკი ქართუს" გენერალურმა დირექტორმა. ზურაბ გელენიძის განცხადებით, ღონისძიება არის არსებითად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რადგან ის ხაზს უსვამს საქართველოს ფუნქციას, როგორც მზარდი როლის მქონე მნიშვნელოვან ქვეყანას ფინანსურ სექტორში.

"ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან სტუმრებს, მთავრობის და საერთაშორისო ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს. თქვენი აქ ყოფნა ხაზს უსვამს დიალოგის საერთო ღირებულებების მნიშვნელობას. ჩვენ შევხვდით სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საბანკო სექტორი გადის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას, რაც არის გამოწვეული სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებით, ახალი სამუშაო ჩარჩოს შექმნით, გლობალური დაკავშირებადობის გაზრდით.

ამ ვითარებაში შეხვედრა, თანამშრომლობა და კოლაბორაცია არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. მსგავსი ფორუმები წარმოადგენს მთავარ პლატფორმას აზრთა გაცვლის და პარტნიორობის ჩამოყალიბების კუთხით.

ეს ღონისძიება არის არსებითად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ის ხაზს უსვამს საქართველოს ფუნქციას, როგორც მზარდი როლის მქონე მნიშვნელოვან ქვეყანას ფინანსურ სექტორში", - განაცხადა ზურაბ გელენიძემ.

 

დღის ამბები