06 აგვისტო 2026,   18:01
ვრცლად
"ბანკი ქართუ" 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას მასპინძლობს

30 ქვეყანა, 250-ზე მეტი დელეგატი და 100-მდე საფინანსო ინსტიტუტი - "ბანკი ქართუ" 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ცენტრალური ევროპის ფარგლებს მიღმა პირველად ტარდება.

ფორუმზე იმსჯელებენ როგორც გლობალურ გამოწვევებზე, ასევე საფინანსო ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივებზე.

კონფერენციის მონაწილეები, ძირითადად, საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება სამხრეთ კავკასიაში პირველად ტარდება. ამ კონფერენციის თბილისში გამართვა კი, მონაწილეების განცხადებით, მიუთითებს საქართველოს მზარდ როლზე.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება საქართველოში არსებულ მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრებზე გამახვილა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გლობალური და რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ განვითარებას აგრძელებს და ამ მიმართულებით საქართველოს აქვს საკმაოდ ძლიერი და მაყრი მაჩვენებელი, რაც დადასტურებულია მრავალი ავტორიტეტული და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

საუბარია იმაზე, რომ, საშუალოდ, 2025-2026 წლებში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობა, თავის მხრივ ამყარებს ეროვნულ ვალუტას.

 

დღის ამბები