07 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის - შალვა პაპუაშვილი 

მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

"მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ერთადერთი, რომ კარგად დავაკვირდეთ, კიდევ კარგად დაგვანახებენ სახეს შინა თუ გარე „კეთილისმსურველები“, როგორ შეეცდებიან, რომ ჩაერიონ ამ პროცესში.

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია წმინდა სინოდს ჰქონდეს საშუალება თავად გამოარჩიოს ღირსეული კანდიდატი.

პარტიული მედია ამაში ჩართულია. ვხედავთ კვლავ, მათ შორის თავდასხმას სხვადასხვა იერარქიის წარმომადგენლებზე, მოსაყდრეზე ვხედავთ განსაკუთრებით თავდასხმას. ჩემი სურვილი იქნება და მოვუწოდებ ყველას, რომ ყველანაირად თავი შეიკავონ ამ პროცესებისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით და შესაბამისი პასუხები გაეცემა, თუკი ვიგრძნობთ ჩვენ გარე ჩარევას ამ პროცესებში. სწორედ გარე ჩარევაა, როდესაც უცხოური დაფინანსებული მედია ცდილობს სხვადასხვა მადისკრედიტირებელი კამპანიების წარმოებას," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები