08 აგვისტო 2026,   00:14
ვრცლად
მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ არიან ძალები, რომლებიც ეკლესიაში ხედავენ კონკურენტს, არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია - შალვა პაპუაშვილი 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბა. როგორც მან განაცხადა, - "ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია".

მისი თქმით, ამ კამპანიაში ახალი არაფერია და პატრიარქი ამაზე ჯერ კიდევ 2004 წელს საუბრობდა.

"ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ეს არის საერთო ჯამში მთელი სქემა, რაც ერთხელ ნანახი გვაქვს ამ ქვეყანაში ასი წლის წინ, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები.

ამაში ახალი არაფერია, დღეს გამოვაქვეყნე პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, სადაც ჩანს გარიჟრაჟი ანტიეკლესიური კამპანიისა. როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი და შემდეგ ვნახეთ ამის განვითარება. საერთო ჯამში მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ არიან ძალები, რომლებიც ეკლესიაში ხედავენ კონკურენტს.

ჩვენ ვხედავთ რომ ევრობიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ღირებულებებზე, ოღონდ არც აკონკრეტებ რა ღირებულებებია ანუ ცდილობენ მორალური პიედესტალიდან ესაუბრონ წევრ ქვეყნებსაც და კანდიდატ ქვეყნებსაც. არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია. ეს არის საერთო ჯამში მთელი სქემა, რაც ერთხელ ნანახი გვაქვს ამ ქვეყანაში ასი წლის წინ, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები, ბოლშევიზმი ეს იყო იდეოლოგია, მაშინაც სხვათა შორის ევროპიდან შემოსული სოციალიზმის სახით. ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება, რეალურად ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ფსევდორელიგიის მეთოდების გამოყენებით იდეოლოგიური გავლენის მოპოვების მცდელობას, ამ შემთხვევაში ბუნებრივი კონკურენტი არის ეკლესია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დღის ამბები