18 ივნისი 2026,   19:18
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი ამკაცრებს კანონს, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსებას აკრძალავს - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მარადიულ სიფხიზლეს - გარე ჩარევების წინააღმდეგ მიმართულ კანონს უწოდებს. კერძოდ, შეზღუდვებს, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსებას აკრძალავს. თუმცა, ლონდონი, არაფერს ამბობს იმაზე, რომ ის რაც დაუნინგ სტრიტისთვის დღეს თავისუფლების გარანტია, გუშინ თავად ბრიტანეთის მხრიდან პრო-კრემლისტულ ნარატივად ინათლებოდა. ფაქტი ერთია, დღეს გაერთიანებული სამეფო გლობალურ გამოწვევებს აღიარებს და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.

ვიდრე ლონდონი ბრალდებებს შეისწავლის - თბილისში თავად დიდი ბრიტანეთის მიერ გაკეთებულ არაერთ განცხადებას იხსენებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სვამენ კითხვას, შეძლებს დღეს დაუნინგ სტრიტი თავისსავე საკანონმდებლო ინიციატივას - რუსული კანონი უწოდოს, ისე, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში აკეთებდნენ.

ოპოზიციაში, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ორმაგი სტანდარტის გამოვლინებად არ ფასდება. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ რაც თბილისისთვის არ შეიძლება ლონდონისთვის სავსებით შესაძლებელია. ამბობენ რომ დიდი ბრიტანეთი ამ ნაბიჯით საკუთარ ინტერესებს იცავს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ საკუთარი ინტერესების განმტკიცებისთვის ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მისასალმებელია და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ყველა ქვეყანა უნდა იბრძოდეს - იქნება ეს საქართველო თუ ბრიტანეთი. ლონდონის მსგავსი დედაქალაქები კი მმართველი გუნდის განმარტებით ისეთ ორმაგ სტანდარტს არ უნდა ავლენდნენ, როცა ესა თუ ის კანონი მათ ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებად ფასდება, ხოლო სხვაგან დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლად.

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი კვლევაც, რომელიც გარე გავლენების ზრდაზე მიუთითებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ როგორც ქვეყნის მოკავშირეები, ისე მტრები შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ.

დღის ამბები