განათლების მინისტრი ხაშურში პროფესიულ კოლეჯს ეწვია. გივი მიქანაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებს შეხვდა. კოლეჯი "ქართლი" 400 სტუდენტზეა გათვლილი.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ კოლეჯი მოცულობითი იქნება.
"კოლეჯი საკმაოდ მოცულობითია და მას რეგიონულ დონეზე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ვისაუბრეთ გეგმებზე, რომლებიც პროფესიული განათლების დაგეგმარების კუთხით არის მნიშვნელოვანი. გვაქვს მზაობა, რომ ახლა არსებული პრობლემები გადავჭრათ,"- აცხადებს მიქანაძე.