სიონის საპატრიარქო ტაძარში უწყვეტი პანაშვიდი გრძელდება, რომელსაც სასულიერო პირები იხდიან. ილია მეორის საფლავთან არ წყდება ხალხის ნაკადი.
სიონი ღიაა დილის 8-დან საღამოს 10-მდე. მოქალაქეები ეკლესიაში მიდიან და ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ამ ეტაპზე ისევ შეზღუდულია საფლავთან მიახლება.
წმინდა ბარბარეს ეკლესიის მღვდელი მამა გიორგი (ბაზერაშვილი) აცხადებს, რომ სასულიერო პირები მოსახსენიებელ პანაშვიდებს იხდიან.
"ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება ჯეროვანი პატივი მიაგოს მის უწმინდესობას. დილის 8-დან საღამოს 10-მდე შეუძლიათ მოსვლა. უწყვეტი ნაკადი მოედინება და არ ჩერდება 10 საათამდე. სასულიერო პირები განუწყვეტლივ ვიხდით პანაშვიდებს მისი სულის მოსახსენიებლად,"- აცხადებს მამა გიორგი.