სპორტის მინისტრის ჩინეთში ვიზიტი გრძელდება. შალვა გოგოლაძე სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ბადმინტონის, მაგიდის ჩოგბურთის, წყალში ხტომისა და ტანვარჯიშის ფედერაციების პრეზიდენტებთან.
დელეგაციამ ასევე დაათვალიერა სასწავლო ცენტრის ბაზები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები. დაიგეგმა სპორტის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროექტებიც.
შეხვედრის შესახებ დამატებით კომენტარი გააკეთა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი ჩინეთის წამყვანი მსოფლიო ფედერაციების სპორტულ ინფრასტრუქტურას და მათ გამოცდილებას.
შეხვედრისას გამოთქვეს სურვილი, გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება საქართველოში არსებულ შესაბამის სპორტულ ეროვნულ ფედერაციებს", - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.