08 ივნისი 2026,   10:04
ვრცლად
სათადარიგო საბურავში დამალული 2 კილოგრამამდე მარიხუანა - უცხო ქვეყნის მოქალაქე ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე დააკავეს

სათადარიგო საბურავში დამალული ორ კილოგრამამდე მარიხუანა - სასაზღვრო პოლიციამ ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

ბრალდებული ნარკოტიკის გადატანას რუსეთში ცდილობდა.

ნივთმტკიცება ამოღებულია. დაკავებულს კი ხანგრძლივი პატიმრობა ელის - დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები