07 აგვისტო 2026,   08:39
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე სასანქციო სიიდან ამოღებულ ყულევის პორტზე: თემის პოლიტიზებას ჰქონდა ადგილი, ვიდრე რაიმე სანქციის რეალურ დარღვევას

ამ ეტაპზე, ყულევის პორტი ამოღებულია სასანქციო სიიდან. მე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რა ხდება ყულევის პორტში. ყულევის პორტი არის საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მისი ოპერატორი არის "სოკარი" ანუ აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის კომპანია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც გემი ყულევის ან ნებისმიერი სხვა პორტში შემოსვლას ითხოვს, შემოსავლების სამსახური და საზღვაო ადმინისტრაცია უკავშირდება აშშ-ს და ევროკავშირის იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს გემი სასანქციო სიაში. ამ მიმართულებით, ძალიან კარგად აწყობილი ურთიერთობა არსებობს აშშ-სთან. რაც შეეხება ევროკავშირის, ევროკავშირთან მიმატებით, პასუხები ან იგვიანებს, ან საერთოდ არ მოდის.

"ამ ეტაპზე, ყულევის პორტი ამოღებულია სასანქციო სიიდან. მე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რა ხდება ყულევის პორტში. ყულევის პორტი არის საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მისი ოპერატორი არის "სოკარი" ანუ აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის კომპანია. შესაბამისად, როდესაც გემი ითხოვს ყულევის ან ნებისმიერი სხვა პორტში შემოსვლას, საქართველოს საქართველოს კომპეტენტური უწყებები, ესენი არიან: შემოსავლების სამსახური და საზღვაო ადმინისტრაცია, უკავშირდებიან ხოლმე აშშ-ს და ევროკავშირის იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს გემი სასანქციო სიაში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგად აწყობილი ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან. რაც შეეხება ევროკავშირის, ევროკავშირთან მიმატებით პასუხები ან იგვიანებს, ან საერთოდ არ მოდის ხოლმე, როდესაც ჩვენი უწყებები მათ მიმართავენ კითხვებით. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი და ვთხოვეთ ევროკავშირს, რომ როდესაც საქართველოდან შემოვა კითხვა ამა თუ იმ გემთან დაკავშირებით, თუ თქვენ დროულად უპასუხებთ ამ კითხვას, მაშინ ეს ეჭვები, რომლებიც თქვენ გაქვთ, საერთოდ იქნება გაქარწყლებული. აქ კომუნიკაციის პრობლემაც არის ევროკავშირის მხრიდან. რაც შეეხება იმ ფაქტს, იყო თუ არა საერთოდ რომელიმე დასანქცირებული გემი საქართველოს პორტში შემოსული, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერანაირი მკაფიო პასუხი, ვერც გემის დასახელება, ვერც ის, რამდენი ნავთობი შემოიტანა, ან სად შემოიტანა და ა.შ. ვერ მივიღეთ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ამ თემის პოლიტიზებას ჰქონდა ადგილი, ვიდრე რეალურ დარღვევას რაიმე სანქციისა", - განაცადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები