07 აგვისტო 2026,   10:15
ვრცლად
არ მგონია, აშშ-ის ამ მოქმედმა ადმინისტრაციამ საქართველოს მოსთხოვოს დათმობები ისეთ საკითხებში, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება - ნიკოლოზ სამხარაძე

"არანაირ კომპრომისზე ან რაიმე მოთხოვნაზე იმ შეხვედრებზე საუბარი არ ყოფილა," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებით ხელმძღვანელობს, აშშ-საგან კი არ აქვთ მოლოდინი, რომ კომპრომისად ამ ინტერესების დათმობას მოითხოვენ.

"არანაირ კომპრომისზე ან რაიმე მოთხოვნაზე იმ შეხვედრებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობებში, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მე არ მგონია, რომ აშშ-ის ამ მოქმედმა ადმინისტრაციამ საქართველოს მოსთხოვოს დათმობები ისეთ საკითხებში, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ჩვენ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების დასათმობად ნამდვილად არ ვართ მზად. რაც შეეხება სხვა საკითხებს - ეს ყველაფერი არის მოლაპარაკების საკითხი. იმ შეხვედრებზე, რომელიც მე გავმართე არანაირ ასეთი ტიპის კომპრომისზე საუბარი იყო," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები