09 აგვისტო 2026,   17:57
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე ილია მეორეზე: აღიარებდნენ სულიერ ლიდერად არა მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საუკეთესო ურთიერთობები სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორც სამხარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მას აღიარებდნენ, როგორც სულიერ ლიდერად არა მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც.

"განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მისი საუკეთესო ურთიერთობები სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მას აღიარებდნენ სულიერ ლიდერად არა მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც. ყველა ამბობდა, რომ მას აქვს საოცარი უნარი, დაამყაროს სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები და სწორედ ამიტომ სცემდნენ მას ასეთ დიდ პატივს. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც მუსლიმურ თემს აქვს ზოგადად მსოფლიოში, არ იზეიმეს იმიტომ, რომ ამით მათ პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები