07 აგვისტო 2026,   08:41
ვრცლად
პატრიარქში ხედავდნენ განსწავლულ ადამიანს, რომელთანაც საერთაშორისო პოლიტიკის განხილვაც შეიძლებოდა - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორესა და მის ღვაწლზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოში ჩამოსული მაღალი დონის დელეგაციების წევრები ყოველთვის ითხოვდნენ პატრიარქთან შეხვედრას და ეს შემთხვევითი არ იყო.

"1991 წლიდან მოყოლებული საქართველოში არ ჩამოსულა მაღალი დონის დელეგაცია საზღვარგარეთიდან, რომელთაც არ მოეთხოვათ შეხვედრა პატრიარქთან. ზოგადად, ოფიციალური ვიზიტების დროს სხვა ქვეყნებში, როდესაც ასეთი მაღალი დონის ვიზიტები არის ხოლმე, იქ პატრიარქებს პოლიტიკოსები არ ხვდებიან. რატომ ხდებოდა ეს საქართველოში? იმიტომ, რომ ისინი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქში ხედავდნენ არა მხოლოდ ერის სულიერ მამას, არამედ ძალიან განსწავლულ ადამიანს, რომელთანაც შეიძლებოდა არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და ერის სულიერ მდგომარეობაზე საუბარი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების განხილვაც," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები