11 აგვისტო 2026,   13:59
ვრცლად
"დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვიყავით უწმინდესის ლოცვა-კურთხევის ქვეშ" - მოქალაქეები სიონში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მიდიან

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესა და ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში ტაძარში მსახურება მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. ტაძარში დილიდან იმყოფება მრევლი.

"მადლობა ყველაფრისთვის. დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვიყავით უწმინდესის ლოცვა-კურთხევის ქვეშ", - აღნიშნა სიონის ტაძარში მისულმა მოქალაქემ.

სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღადგინა. ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად 1990 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით აღიარა.

დღის ამბები