სტამბოლის პროკურატურამ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში 16 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა, აქედან 14 უკვე დაკავებულია. ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.
დაკავებულ პირებს შორის არიან ბიზნესმენები - ფიქრეთ ორმანი, ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჩი, ასევე ცნობილი მოდელები - დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. დაკავების ორდერი გაცემულია ასევე მსახიობ ჰანდე ერჩელზე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ფიქრეთ ორმანი თურქული საფეხბურთო კლუბის "ბეშიქთაშის" ყოფილი პრეზიდენტია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული, ბურაკ ელმასი, საფეხბურთო კლუბ "გალათასარაის" ყოფილი მმართველია.