თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დასკვნითი ნაწილში, დონალდ ტრამპმა სიტყვა აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს გადასცა.
"ჩვენ მოლაპარაკებებს ბომბების საშუალებით ვაწარმოებთ," - განაცხადა ჰეგსეტმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა უპასუხა შეკითხვებს აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.
ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ "ისტორიაში არასდროს" მომხდარა ირანის მსგავსი თანამედროვე სამხედრო ძალის ასე სწრაფად "განადგურება".