18 ივნისი 2026,   16:10
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მოგებულია

დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ ირანთან ომი მოგებულია, თუმცა ამავე დროს დატოვა შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გაგრძელდეს დარტყმები, თუ მიმდინარე მოლაპარაკებები კონფლიქტის შეწყვეტით ვერ დასრულდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ეს ომი უკვე მოგებულია. ერთადერთი, ვისაც მისი გაგრძელება უნდა, არის ყალბი მედია," - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში საუბრისას და მედიის მიერ მიმდინარე კონფლიქტის გაშუქება გააკრიტიკა.

"ჩვენ ფაქტობრივად თვითმფრინავებით დავფრინავთ თეირანისა და მათი ქვეყნის სხვა ნაწილების თავზე, მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მაგალითად, თუ მინდა იმ დიდი, ძლიერი ელექტროსადგურის განადგურება, ისინი ვერაფერს მოიმოქმედებენ,"- აღნიშნა ტრამპმა.

დღის ამბები