აივანზე მოწყობილ სათავსოში რამდენიმე კილოგრამ ნარკოტიკს მალავდნენ. "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და მარიხუანა პოლიეთილენის პარკებში იყო გადანაწილებული.
"კურიერის" ინფორმაციით დაკავებულია 30 წლის მამაკაცი. ის გვარად მეფარიშვილია და ნარკოდანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია.
399-ე ბინაში ჩხრეკა რამდენიმე საათი გრძელდებოდა. დასრულების შემდეგ კი მეფარიშვილმა პოლიცია იმ ადგილას მიიყვანა, სადაც დაფასოებულ ნარკოტიკს ინახავდა. თუმცა რეალიზაცია ვერ მოესწრო, საბურავებში დამალული ნარკოტიკი პოლიციამ ამოიღო.
დუმილის უფლებას იყენებს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 23 წლის მამაკაცი, რომელსაც სახლში სათბურები ჰქონდა და მარიხუანა მოჰყავდა. "კურიერის" ინფორმაციით, ბინიდან 10 ძირამდე კანაფი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანაა ამოღებული. დაკავებულს ავტოფარეხში ჰქონდა დამალული ელექტრო სასწორები, წებოვანი ლენტები და ჩამკეტები.
მამაკაცი ხელბორკილებით თურქეთის მოქალაქეა. მის სახლში ჩხრეკაზე პოლიცია ოპერატიული ინფორმაციით შევიდა და დიდი ოდენობით დამალული ჰეროინი იპოვა, ამოღებულია დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობებიც.
ჩხრეკის შემდეგ თურქეთის მოქალაქემ სამართალდამცველები ერთ-ერთ ქუჩაზე მიიყვანა და კლიენტებისთვის დადებული ჰეროინის სამალავები უჩვენა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ღონისძიება რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს, 5 პირი აიყვანეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - ჰეროინი, "მეთადონი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "მცენარე კანაფი", ნედლი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.
ნარკოტიკის გაყიდვის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. 19 და 36 წლის მამაკაცები "კურიერის" ინფორმაციით ე.წ. დამდებები იყვნენ.
მათ საქმეში 33 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება - "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და "ალფა პვპ" დევს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ყველა პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.