ქართველმა პარა ძიუდოისტმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა საბა ბაღდავაძემ ფინალში, ათენის პარალიმპიადის ჩემპიონი, ტიტულოვანი ფრანგი პარა ძიუდოისტი სირილ ჟონარი დაამარცხა და თბილისი 2026 მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.
როგორც მან აღნიშნა, 2028 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება.
"ძალიან მაღალი რანგის ტურნირია მსოფლიო თასი, თუმცა ეს მაინც მინიმუმია იმისთვის, რისთვისაც ვემზადები. ჩვენი მიზანია ოლიმპიადა. ეს არის გზა გასავლელი და იმედს ვიტოვებ, რომ როგორც დღეს დაგვირგვინდა ოქროს მედლით, ისე დაგვირგვინდება 2028 წლის ოლიმპიადაც ოქროს მედლით.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული," - აღნიშნა საბა ბაღდავაძემ.