05 აგვისტო 2026,   07:04
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის - „Oppenheimer“-ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის - „Oppenheimer“-ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერ, მაქს ლემის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებებს, განხილულ იქნა კომპანიასთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ „Oppenheimer" აქტიურად მონაწილეობს საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების განთავსების პროცესში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

დღის ამბები