"4 საათი მომიწია რიგში ყოფნა და ვუყურებდი მოხუცებს, ბავშვებს და ამ ქვეყანაში თაობრივი დაყოფა თურმე არ ყოფილა. რაღაც საოცარი ერთობა იყო, რომელიც ავთენტურ გრძნობებს ატარებდა და ამ ავთენტური გრძნობებით იქმნება ისტორია", - ამის შესახებ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია II-ზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "პატრიარქი იმიტომ კი არ გიყვარს, რომ მისი გეშინია ან მისი ძალაუფლება გინდოდა, არამედ იმიტომ გიყვარს, რომ იმ სიკეთის თანამონაწილე ყოფილიყავი და შენზეც გადმოსულიყო ეს სიკეთე".
"პატრიარქი იმიტომ კი არ გიყვარს, რომ მისი გეშინია ან მისი ძალაუფლება გინდოდა, არამედ იმიტომ გიყვარს, რომ იმ სიკეთის თანამონაწილე ყოფილიყავი, შენზეც გადმოსულიყო ეს სიკეთე. თუ რამე შექმნა ილია მეორემ, ეს იყო სიკეთის სამეფო, სიკეთის სამეფო არის მისი მთავარი დამსახურება და სწორედ ეს არის ის პატივისცემა და ეს არის ის სიყვარული, რატომაც ის იმსახურებს, თორემ ჩვენ ვხედავთ, როდესაც სადღაც, რომელიმე ბელადი კვდება, ჩრდილოეთ კორეაში თუ სხვაგან, ხალხი ტირის, მაგრამ ყველა ხვდება, რომ იქ სხვა რაღაც ხდება. აქ კი შეკითხვა არ გაჩენილა. 4 საათი მომიწია რიგში ყოფნა და ვუყურებდი მოხუცებს, ბავშვებს და ამ ქვეყანაში თაობრივი დაყოფა თურმე არ ყოფილა. რაღაც საოცარი ერთობა იყო, რომელიც ავთენტურ გრძნობებს ატარებდა და ამ ავთენტური გრძნობებით იქმნება ისტორია", - განაცხადა