10 აგვისტო 2026,   09:00
ვრცლად
ჩვენ ვნახეთ, რომ პატრიარქი იყო არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საერთო ეროვნული ფიგურა. ახლა რაც მოხდა, არის მოვლენა - ნუკრი შოშიაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შესახებ

"ჩვენ ვნახეთ ეს ცოცხალი ემოციები, ვნახეთ, რომ პატრიარქი იყო არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საერთო ეროვნული ფიგურა, რომელიც არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ არაქრისტიანების გულშიც არის," - ამის შესახებ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა , "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატებში" განაცხადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობაზე საუბრისას.

"ეს ემოცია, რომელიც მან შექმნა მთელ ერში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც სამოქალაქო ერი, ჩამოვყალიბდით. ამ სამოქალაქო ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო სწორედ ის გრძნობაა, რომელიც პატრიარქთან არის დაკავშირებული.

ეს განსხვავებული წარმომავლობის ადამიანები, რომლებსაც ერთი სამშობლო გვაქვს - საქართველო, - აღმოჩნდა, რომ ერთი სიმბოლოც გვქონია. ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთ სახელმწიფოში ცხოვრება - ეს იყო ემოციური კავშირი ცოცხალ ადამიანთან.

ახლა რაც მოხდა, არის მოვლენა - ვერ ვიტყვით, რომ ეს ერთჯერადია. ჩვენს ისტორიაში ბევრი ასეთი მომენტია - საუკუნეების წინ მოხდა დიდგორი, მაგრამ ის დღესაც ყველა ქართველის გულშია. უამრავი ისტორიული მოვლენა არსებობს, რომელმაც ჩვენი ერის ხასიათი და ერთობა შეცვალა, და ეს მოვლენაც სწორედ ამის დემონსტრირებაა," - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.

დღის ამბები