08 აგვისტო 2026,   09:01
ვრცლად
პატრიარქის მუსიკა იყო ძალიან ღრმა, ეს იყო სწავლულის დაწერილი. გაოცებული ვიყავი მისი საოცარი ნიჭით, სრულყოფილებაში მოჰყავდა ყველა ნაწარმოები, ქმნილება თუ ქმედება - იანო ალიბეგაშვილი

ოპერის მომღერალი იანო ალიბეგაშვილი "რუსთავი 2-ის" ეთერში პატრიარქთან ურთიერთობას, ასევე მასთან ერთად პატრიარქის მიერ შექმნილ საგალობელ,"ავე მარიას" შექმნის ისტორიას იხსენებს.

მომღერლის თქმით, პატრიარქთან მუშაობის გამოცდილება მისთვის უდიდესი გამოცდილება იყო. 

"პატრიარქის მუსიკა იყო ძალიან ღრმა და ეს არ იყო მოყვარულის ნაწერი. ეს იყო სწავლულის დაწერილი. მე თვითონ გაოცებული ვიყავი მისი საოცარი ნიჭით, სრულყოფილებაში მოჰყავდა მას ყველა ნაწარმოები, ქმნილება თუ ქმედება. 

"ავე მარიაზე" მუშაობა მან თვითონ მოინდომა, ამაზე მუშაობა ჩემთვის უდიდეს ბედნიერებასთან ერთად იყო უდიდესი გამოცდილებაც. "ავე მარიაზე" მუშაობის დროს მივხვდი, რომ უწმინდესს ძალიან კარგი მუსიკალური განათლება ჰქონდა. ეს არ იყო საოპერო ნაწარმოები, ეს იყო ადამიანის სულის ძახილი. მე მივხვდი, რომ თავი უნდა შემეკავებინა, რომ საოპერო სტილი არ ყოფილიყო გადაჭარბებული. ზუსტად ის ემოციები, რაც მოსმენის დროს ხალხში გადადის, ეს არის ნამდვილი ოსტატობა. თუ ადამიანს არ ეხება ეს შეგრძნებები, ესე იგი რაღაც ვერ შეძელი," - აღნიშნა იანო ალიბეგაშვილმა. 

დღის ამბები