10 აგვისტო 2026,   06:46
ვრცლად
ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, გამოწვევები მიგრაციის მიმართულებით და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საკითხები - საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი უნგრეთში

ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, გამოწვევები მიგრაციის მიმართულებით და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საკითხები - ეს ის მთავარი მიმართულებებია, რაზეც აქცენტები პატრიოტთა პირველ ასამბლეაზე გაკეთდა. უნგრეთის დედაქალაქში ბუდაპეშტის მიწვევით ჩავიდა საქართველოს პირველი დიპლომატი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2022 წელს ევროკავშირის წევრობაზე საქართველომ განაცხადი შეიტანა, დადგა მომენტი, როდესაც ქვეყანას სუვერენიტეტისთვის ბრძოლა მოუწია. რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე კი საქართველო მშვიდობის საკითხებში კომპრომისს არ დაუშვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების რისკები არსებობს.

სახელმწიფოების მხრიდან ღირებულებების, ტრადიციებისა და დემოკრატიული უფლების დაცვაზე გააკეთა აქცენტი უნგრელმა ევროპარლამენტარმა. სუვერენიტეტის გარეშე რომ ევროპული ინტეგრაცია აზრს კარგავს, საუბრობს უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრიც.

პანელური დისკუსიიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გადაინაცვლა. შეხვედრაზე ევროპელი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა უნგრეთის პრემიერმა.

ბუდაპეშტში პატრიოტთა პირველი ასამბლეის შეკრებამდე გაიმართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

დღის ამბები