თეირანში, ხორამაბადში და ურმიაში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, ისრაელისა და შტატების შეიარაღებული ძალების იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა, ქალაქებში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. პარალელურად, "ცახალი" ლიბანში რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას აფართოებს.
ირანმა კი, იერიში მიიტანა ისრაელის ქალაქებზე - არადასა და დიმონაზე. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, დაშავდა 90-მდე ადამიანი.
საჰაერო განგაში გამოცხადდა ბაჰრეინსა და ქუვეითშიც.