სათანადო საეკლესიო წესითა და დიდი მღელვარების გარემოში, საბერძნეთის ეკლესიამ უკანასკნელი პატივი მიაგო ნეტარხსენებულ საქართველოს პატრიარქ ილიას, მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და პატივსაცემ წინამძღოლს - ამის შესახებ საბერძნეთის ეკლესია წერს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
"მის უნეტარესობას, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს, ისევე როგორც წმინდა სინოდს, წარმოადგენდა ნეა ფილადელფიის, ირაკლიონისა და ქალკედონის მიტროპოლიტი გაბრიელი.
მეუფე გაბრიელის ყოფნა თბილისში არ იყო მხოლოდ ფორმალური, არამედ იყო იმ მტკიცე სულიერი კავშირების პრაქტიკული დადასტურება, რომელიც აკავშირებს საბერძნეთის ეკლესიას საქართველოს ეკლესიასთან.
მსოფლიო პატრიარქის წინამძღოლობით, დაკრძალვის ცერემონია ჩატარდა თბილისის წმინდა სამების დიდებულ საკათედრო ტაძარში. წესის აგებას წინამძღოლობდა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად (როგორც ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი, ბულგარეთის პატრიარქი დანიელი, აგრეთვე წარმომადგენლები ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის და უკრაინის საპატრიარქოებიდან)", - აღნიშნავს საბერძნეთის ეკლესია.