საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა საყოველთაო ნათლობა იყო - ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას - პატრიარქი ყოველ მესამე და შემდგომ შვილებს თავად ნათლავდა.
პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს შედგა და მას შემდეგ ეს ტრადიცია განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. დღეს, მისი ნათლულების რაოდენობა 50 000-მდეა. მათ ერთად მიაგეს პატივი პატრიარქს, რომელიც მათთვის მხოლოდ ნათლია არ იყო.