12 აგვისტო 2026,   06:43
ვრცლად
"გახსოვთ, დაგვიბარა, ქართველებო ერთად ღვთისკენო და დღეს ვიხილეთ ეს საქართველო ყველამ. მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო" - სასულიერო პირები პატრიარქს ემშვიდობებიან

სრულიად ერი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაემშვიდობა.

დღეს მთლიან ერს სურს თავისი დამოკიდებულებით, სითბოთი და სიყვარულით უკანასკნელ გზაზე გააცილოს და დაემშვიდობოს ერის სულიერ მამას, პროცესიას სამების ტაძრიდან სიონამდე, მრევლის გვერდით სასულიერო პირებიც მიუყვებოდნენ.

"ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენი პატრიარქის გზით ვიაროთ ყოველთვის. პატრიარქმა გაგვაერთიანა მთელი საქართველო, მოგვცა იმის ნიშანი, ძალაც, რომ ჩვენ ამ გაერთიანებით, ამ სიყვარულით ვიაროთ, როგორც ახლა ვართ სიყვარულით შეკრებილნი პატრიარქთან".

"დღეს, ქართველი ხალხი ტირის და ლოცულობს. მადლობა უწმინდესო ყველაფრისთვის, მადლობა, რომ ასეთი საქართველო დაგვანახა, რაც ჩვენ დავინახეთ. გახსოვთ, დაგვიბარა - ქართველებო ერთად ღვთისკენო და აი, დღეს ვიხილეთ ეს საქართველო ყველამ. მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო, ტკბილად განისვენე დედა ღვთისმშობლის ტაძარში" - ამბობენ სასულიერო პირები.

დღის ამბები