პაპმა ლეომ XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, ყოველკვირეული ლოცვის დროს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დაგმო და მას "მთელი კაცობრიობის სირცხვილი და ღვთისადმი გოდება" უწოდა.
მან შეკრებილებს მოუწოდა, ელოცათ, რომ „ომები შეწყდეს და საბოლოოდ გაიხსნას გულწრფელ დიალოგსა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობის გზები“, -იტყობინება ვატიკანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Vatican News-ი.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში არსებული კონფლიქტების გამო, ღრმა შეშფოთების გამოხატვისას, პაპმა განაცხადა: "ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ ამდენი ადამიანის ტანჯვის ფონზე, რომლების ამ კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლები არიან".
მედიის ცნობით, მისი განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც აშშ-ისრაელის ირანთან ომი უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და რეგიონში დაღუპულთა რიცხვი იზრდება.