საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გამოსვენების პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე დაიწყო.
სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენებამდე, შედგა ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და ემოციური რიტუალი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი სასულიერო პირებმა საკურთხეველში შეაბრძანეს. იქ, სადაც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა საიდუმლოებებს აღასრულებდა.
სიონის ტაძრამდე გზაზე მოწყობილია ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.