08 აგვისტო 2026,   17:14
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მივიდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად, სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძარში მგლოვიარე მრევლის ნაკადი არ წყდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები