"მშვიდობის ალის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ავსტრიის შეიარაღებული ძალების მფარველი, ავსტრიის ერცჰერცოგინია, ტოსკანას პრინცესა
ჰერტა მარგარიტა ჰაბსბურგ-ლოთარინგიელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოს სამძიმრის წერილს უგზავნის.
"ჩვენ ვიზიარებთ მთელი ქვეყნის მწუხარებას და პატივს მივაგებთ საქართველოს საუკუნოვან კულტურულ და სულიერ ტრადიციებს, რომლებიც მან ასე ერთგულად შეინარჩუნა," -აღნიშნულია წერილში.
“ჩემი საერთაშორისო ორგანიზაციის, „მშვიდობის ალის“, - მშვიდობის ხელშეწყობის ასოციაციის სახელით და პირადად მე, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ხალხის მიმართ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ჩვენ ვიზიარებთ მთელი ქვეყნის მწუხარებას და პატივს მივაგებთ საქართველოს საუკუნოვან კულტურულ და სულიერ ტრადიციებს, რომლებიც მან ასე ერთგულად შეინარჩუნა.
დაე, მისი მოღვაწეობის ხსოვნამ, ხელი შეუწყოს თქვენს ქვეყანაში ერთიანობას, მშვიდობას და ურთიერთგაგებას”, -წერს ჰერტა მარგარიტა ჰაბსბურგ-ლოთარინგიელი.