09 აგვისტო 2026,   18:17
ვრცლად
მდუმარე, უწყვეტი რიგი სამების საკათედრო ტაძართან - პატრიარქის სამგლოვიარო ცერემონია მეოთხე დღეა გრძელდება

მდუმარე, უწყვეტი რიგი სამების საკათედრო ტაძართან - მეოთხე დღეა, ყველა ერთად, ერთი მიზნით და ერთი მიმართულებით მიდის. სამების საკათედრო ტაძართან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ეკლესიის შესასვლელთან ახლაც მომლოდინეთა გრძელი რიგია - საქართველო უწმინდესს ემშვიდობება.

ქვეყანა გლოვობს, გლოვის ხმა კი, სევდის მდუმარებასა და სამგლოვიარო ზარებს ენაცვლება. სულიერმა მამამ საკუთარი გარდაცვალება ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ აქცია, მორწმუნეთა გულები კი სევდით ავსო, თუმცა, სევდასთან ერთად, არის დიდი მადლიერებაც - მადლიერება იმ დიდი სიყვარულისა, რომელიც უწმინდესმა განვლილ გზაზე დატოვა. ყველას საკუთარი პატრიარქი ჰყავს, ყველა საკუთარ ისტორიას ჰყვება, ყველა ამაყია, რომ ილია მეორის ეპოქაში ცხოვრობდა.

დღეს, ღამის 02:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, სამების ტაძარი დაიკეტება. მიზეზი წირვისა და დაკრძალვის ცერემონიისათვის მოსამზადებელი დეტალებია. ასევე, იმისთვის, რომ დაცულ იყოს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. დილის 08:00 საათიდან კი ტაძარში დაშვება მხოლოდ საგანგებო საშვებით მოხდება. საპატრიარქო მოქალაქეებს სთხოვს, ფაქტს გაგებით მოეკიდონ.

ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

დღის ამბები