07 აგვისტო 2026,   08:44
ვრცლად
პრემიერი, სამთავრობო გუნდთან ერთად, სამებაში მივიდა

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია დასვენებული, პრემიერ-მინისტრი მივიდა. ამ წუთებში, ირაკლი კობახიძე ტაძარში სამთავრობო გუნდის წევრებთან ერთადაა.

პრემიერი უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დღეს მან მონაწილეობა მიიღო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). მთავრობის მეთაური კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე ისაუბრა.

ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძრიდან ხვალ, 22 მარტს გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

 

დღის ამბები