საქართველო სულიერ მამას ემშვიდობება. უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანა პატრიარქს გლოვობს, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ხალხის ნაკადი კი სამების საკათედრო ტაძართან, სადაც უწმინდესი და უნეტარესია დაბრძანებული, არ წყდება. ყველა სამრეკლოში სამგლოვიარო ზარის ხმა ისმის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მრევლი დიდი სიყვარულით იხსენებს:
"საკმაოდ ხშირად ვესწრებოდი ამ ტაძარში პატრიარქის მსახურებას და ყველაფერი ძალიან თბილად მახსოვს. დიდზე პატარაზე, ყველაზე ძალიან ზრუნავდა. დიდ სულიერ დონეზე აიყვანა ჩვენი ერი, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას ვუხდით".
"ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება დავკარგეთ, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში ედგა საქართველოს გვერდში და უამრავი კარგი რამ გააკეთა საქართველოსთვის. ერთი ფრაზა, რომელიც მუდმივად ჩამესმის არის - "მიყვარხარ საქართველო", ეს მახსენდება სულ, რაც ცრემლების მომგვრელია ჩემთვის".
ხვალ, 22 მარტს პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.