07 აგვისტო 2026,   21:13
ვრცლად
"ყველა რელიგიურ ლიდერი საქართველოს პატრიარქს იცნობდა, მასთან ჰქონდათ პიროვნული კონტაქტი, ტოლერანტობის კუთხით თანამშრომლობა" - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე

"ყველა რელიგიურ ლიდერი საქართველოს პატრიარქს იცნობდა, მასთან ჰქონდათ პიროვნული კონტაქტი, ტოლერანტობის კუთხით თანამშრომლობა," - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა.

"დღეს აქ ბრძანდებოდა სრული შემადგენლობა საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობებისა - მუსლიმი თემი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, ებრაული თემი, პროტესტანტული ეკლესია, ეზიდები, ბაპტისტები, ლუთერანები - სრული სპექტრი, რაც კი საქართველოშია წარმოდგენილი. ყველა რელიგიურ ლიდერი საქართველოს პატრიარქს იცნობდა, მასთან ჰქონდათ პიროვნული კონტაქტი, ტოლერანტობის კუთხით თანამშრომლობა. ის ურთიერთობა, რაც ახლა დღეს ხდება, არის, ერთის მხრივ, პატივისცემის დემონსტრირება უწმინდესისადმი და, რაც ყველაზე მთავარია, გამოხატულება იმ ტოლერანტულობის, რაც საქართველოში იყო, არის და მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად, სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ. ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, მგლოვიარე მრევლის ნაკადი არ წყდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები