"პატრიარქი ყველა კონფესიის მიმართ ყურადღებიანი იყო. ვალდებულნი ვართ, რომ ვილოცოთ მისთვის და გავაგრძელოთ მისი მისია," - ამის შესახებ საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად, სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ. ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, მგლოვიარე მრევლის ნაკადი არ წყდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.