10 აგვისტო 2026,   23:14
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან და უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.

იქამდე, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, პარლამენტის და მინისტრთა კაბინეტის წევრები მივიდნენ.

 

დღის ამბები