07 აგვისტო 2026,   17:09
ვრცლად
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა, სამსახურის უფროსთან ერთად სამების ტაძარში პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, სამსახურის უფროსთან, პავლე მაჭარაშვილთან ერთად, მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეების რიგი არ წყდება. დღეს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები, საღამოს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი  პატრიარქის ხსოვნას მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა.

დღის ამბები