07 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
"ჩვენი პატრიარქი თავის ცხოვრების მანძილზე იყო ცოცხალი წმინდანი, რომელმაც დიდი ღვაწლი ჩადო საქართველოს გამთლიანებაში" - სამებაში მოქალაქეების რიგი არ წყდება

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. უწმინდესთან და უნეტარესთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან.

ეკლესიის კარი 24 საათი ღიაა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ხვალ და ზეგ, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.

"ჩვენი პატრიარქი თავის ცხოვრების მანძილზე იყო უწმინდესი, ანუ წმინდანი, ცოცხალი წმინდანი და ძალიან დიდი პიროვნება, რომელმაც დიდი ღვაწლი ჩადო საქართველოს გამთლიანებაში, საქართველოს სულიერების გაძლიერებაში. დღეს ამ ხალხს რომ ვუყურებთ, ეს მაგალითია ყოველივე ამისა. მე ჭიათურა-საჩხერის ეპარქიიდან გახლავართ და დიდი რაოდენობის მრევლი წამოვიდა, რომ ბოლოს მადლობა გადაეხადა ჩვენი პატრიარქისთვის", - აღნიშნა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის პანაშბიდზე მისულმა მარინე დემეტრაშვილმა.

ქვეყანაში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებულია. უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები