08 აგვისტო 2026,   00:46
ვრცლად
სამწუხაროდ, შინაგან ერთობაში მოვიკოჭლებთ, მაგრამ სულ ცოტა ხანში, ღმერთის წინაშე ვამბობ, შინაგანი ერთობა ღვარივით წამოვა, რადგან უწმინდესს ტყუილად არ უღვაწია - მამა გურამ ოთხოზორია

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. უწმინდესთან და უნეტარესთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან.

ეკლესიის კარი 24 საათი ღიაა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ხვალ და ზეგ, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.

მამა გურამ ოთხოზორიას თქმით, ღმერთის წინაშე ვამბობ, შინაგანი ერთობა ღვარივით წამოვა, რადგან უწმინდესს ტყუილად არ უღვაწია.

"სამწუხაროდ, შინაგან ერთობაში მოვიკოჭლებთ, მაგრამ სულ ცოტა ხანში, ღმერთის წინაშე ვამბობ, შინაგანი ერთობა ღვარივით წამოვა, რადგან უწმინდესს ტყუილად არ უღვაწია. მოსემ იორდანემდე მიიყვანა და მერე უკვე დიდი ერთობის ჟამი დადგება. ეს ერთია და მეორე ჩვენ, როგორ ვიქნებით მისი ერთგული და მისი მოსიყვარულეები, გამოჩნდება ჩვენს ერთობაში", - განაცხადა მამა გურამ ოთხოზორიამ.

ქვეყანაში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებულია. უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები