02 აგვისტო 2026,   13:03
ვრცლად
ფოთიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური ავტოკოლონა დაიძრა

დღეს, ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, დილიდანვე იკრიბებოდნენ სასულიერო პირები და ადგილობრივი მორწმუნეები, რომელთაც სურთ, უკანასკნელი პატივი მიაგონ უწმინდესსა და უნეტარესს.

13:00 საათზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური ავტოკოლონა დაიძრა. 

ფოთელი მლოცველები თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში შეუერთდებიან იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ჩადიან.

დღის ამბები